
„ოკუპანტებს ომის "გაჭიანურებულ ფაზაში" გადაყვანა სურთ“ – პოდოლიაკი
24/03/2022 11:34:43 ევროპა, მსოფლიო
რუსები ცდილობენ, ომი ნაწილობრივ „გაჭიანურებულ ფაზაში“ გადაიყვანონ,– განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა და მოლაპარაკებების ჯგუფის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზია რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგები პერსონალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანი პროგრესის არარსებობა არც ერთი მიმართულებით
„არ გამოდსით, ეს ყველაფერი დაუმალონ საკუთარ მოსახლეობას. ამიტომ, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ცდილობს, სხვა ტაქტიკა გამოიყენოს, რათა პროპაგანდისტული თვალსაზრისით მისაღებ დონემდე შეამციროს დანაკარგები ს დონე“.
მისივე თქმით, რუსული ძალა მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე თხრილებს ავლებს, ცდილობენ, მსხვლი ქალაქების ირგვლივ იგივეს გაკეთებას, რათა ჰუმანიტარული კატასტროფა შექმნან:
„ეს ომის დანაშაულია“.
პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის თქმით, რუსებს სურთ, შეამცირონ ყველა სახის დანაკარგი და შეეცადონ, მაქსიმალურად „გაწმინდონ“უკანა მხარე მათ მიმართ არალოალურად განწყობილი ადამიანებისგან, რომელთა 90-95% მშვიდობიანი მოსახლეობაა.