Accentnews.ge
კულებამ დაასახელა ის ხუთი ქვეყანა, რომლებთანაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე აწარმოებს მოლაპარაკებას

კულებამ დაასახელა ის ხუთი ქვეყანა, რომლებთანაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე აწარმოებს მოლაპარაკებას

24/03/2022 10:24:17 ევროპა, მსოფლიო

უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ისაუბრა.

დიპლომატმა აღნიშნა რომ მოლაპარაკებებზე მოსკოვი კიევისთვის მიუღებელ პირობებზე ითხოვს თანხმობას, უკრაინა კი მხოლოდ სამი რამით არის დაინტერესებული: უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც მოიცავს მათ შორის ყირიმს და ცეცხლის შეწყვეტა.

ყკულებას თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც და როგორც მინისტრი ამბობს, ამას რუსეთი დასთანხმდა.

„ესპანეთის, როგორც ნატოს წევრის, უსაფრთხოების გარანტია არის ალიანსის მე-5 მუხლი, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ ვინმე თავს დაესხმება ესპანეთს, ბლოკის ყველა წევრი დაიცავს მას. ჩვენ რაღაც მსგავსი გვსურს. ანუ, თუ ვინმე თავს ესხმის უკრაინას, ქვეყნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს, მოუწევთ, 24 საათის განმავლობაში გამოაგზავნონ ყველა საჭირო იარაღი, მიიღონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აგრესიის შეჩერების და სანქციების დაწესების მოთხოვნით“, - განმარტა საკუთარი ხედვა გარანტიებთან დაკავშირებით კულებამ, რომლის ირგვლივაც ამჟამად ხუთ სახემწიფოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

"ისინი დადებითად უყურებდნენ ამ იდეას. ჯერ კიდევ განიხილება, მაგრამ კმაყოფილი ვარ ჩვენი პირველი რეაქციით", - დასძინა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S