Accentnews.ge
"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავუწესოთ მკაცრი საფასური რუსეთს, რათა დავასრულოთ ეს სასტიკი ომი"

"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავუწესოთ მკაცრი საფასური რუსეთს, რათა დავასრულოთ ეს სასტიკი ომი"

24/03/2022 10:28:40 მსოფლიო

"მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავუწესოთ მკაცრი საფასური რუსეთს, რათა დავასრულოთ ეს სასტიკი ომი", ამის შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგანგებო სამიტის გახსნისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი გმობს კრემლის აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ნატო–ს ამ საგანგებო სამიტზე ვიკრიბებით ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ დროს. ერთიანი ვართ კრემლის არაპროვოცირებული აგრესიის დაგმობაში და მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავუწესოთ მკაცრი საფასური რუსეთს, რათა დავასრულოთ ეს სასტიკი ომი. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სიმამაცეს რომელსაც უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები იჩენენ, როდესაც თავიანთი სუვერენიტეტისა და უფლებებისთვის იბრძვიან. ჩვენ ასევე მივაგებთ პატივს იმ ადამიანებს რუსეთში, რომლებიც ხმამაღლა და თამამად გამოთქვამენ პროტესტს ამ ომის წინააღმდეგ. ამ სამიტზე ჩვენ განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების გაწევას, ასევე, ნატო–ს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას მომდევნო წლებისთვის. ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ მიწაზე, ზღვაში და ჰაერში, რადგან ეს მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ ურთულეს პერიოდში", - განაცხადა სტლოტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S