
რუსებმა ხარკოვი შავი ზღვიდან დაბომბეს
24/03/2022 10:00:07 ევროპა
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დღეს ხარკოვი 44–ჯერ დაიბომბა: დაბომბვა მათ შორის შავი ზღვიდან განხორციელდა.
„წუხელ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებიდან გასროლილი „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით დაბომბეს ჩვენი ცენტრი. ანუ უკვე შავი ზღვიდან ჩვენსკენ მოფრინავენ რაკეტები.
ვითარება ხარკოვში, შეიძლება ითქვას, რომ სტაბილურია. თუმცა დღეს გვქონდა 44 დაბომბვა: არტილერიიდან, ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან და ა.შ. და 140-ჯერ გაგვისროლეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან. ანუ, ამას ვუწოდებთ ჩვენ სტაბილურ მდგომარეობას“,– განმარტა სინეგუბოვმა.
მისი თქმით, რეგიონში იზიუმი რჩება კრიტიკულ წერტილად, 24 მარტის დილით რუსულმა ძალამ ცეცხლი გაუხსნა ზოლოჩივს, ხოლო 23 მარტს –ბალაქლეას.
სინეგუბოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტები უმენიტარულ დერეფნებს არ სთანხმდებიან, ხელისუფლება რეგიონში ვითარებას აკონტროლებს და ცდილობს, ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.