
„მარიუპოლის მკვიდრები მასობრივად იძულებით გადაჰყავთ რუსეთში“ - ადგილობრივი საკრებულო
24/03/2022 09:45:19 ევროპა, მსოფლიო
ლევობერეჟნის რაიონის მაცხოვრებლები მასობრივად გადაჰყავთ რუსეთის ტერიტორიაზე: ჯამში, მარიუპოლის 15 000–მდე მკვიდრი დაექვემდებარა უკანონო დეპორტაციას,– იუწყება ადგილობრივი საკრებულო.
როგორც იუწყებიან, ქალაქის მარცხენა სანაპიროს მაცხოვრებლების მესამედი უკვე დეპორტირებულია.
საკრებულოში აცხადებენ, რომ ოკუპანტები ულტიმატუმის სახით აიძულებენ ომით უკვე დაღლილ ადამიანებს ავტობუსებში ჩახდომას:
არსებობს მტკიცებულებები, რომ ოკუპანტები ადამიანებს ართმევენ უკრაინულ პასპორტებსა და პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტებს.
იმავდროულად, ავტობუსები, რომლებიც 24 მარტს ზაპოროჟიედან ბერდიანსკში გაემგზავრნენ მარიუპოლის მაცხოვრებლების ევაკუაციის მიზნით, ბლოკირებულია.
მიზანი კი ისაა, რომ ხალხი არ გადავიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე“. შეგახსენებთ, რომ ომის შედეგად მძიმედ დაზიანებული მარიუპოლი ამჟამად რუსი ძალების მიერ ალყაშია მოქცეული და უკრაინულ მხარეს არ აძლევენ ჰუმანიტარული მისიის განხორციელების, მათ შორს ხალხის ევაკუაციის შესაძლებლობას.