Accentnews.ge
რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა ამერიკელ კოლეგებთან ურთიერთობაზე – პენტაგონი

რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ უარი თქვა ამერიკელ კოლეგებთან ურთიერთობაზე – პენტაგონი

24/03/2022 09:34:43 მსოფლიო

რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უარი თქვა ამერიკელ კოლეგებთან კომუნიკაციაზე,– იუწყება WP პენტაგონის სპიკერ ჯონ კირბზე დაყრდნობით.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი ცდილობდნენ სატელეფონო საუბრების დამყარებას რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალ ვალერი გერასიმოვთან, მაგრამ რუსებმა "ჯერჯერობით უარი განაცხადეს მონაწილეობაზე".

გამოცემა აღნიშნავს, რომ გაუგებარი რჩება, რატომ ამბობენ რუსი გენერლები ამერიკელ კოლეგებთან საუბარზე უარს. ასევე მიუთითებს, რომ აშშ–სა და რუსეთს შორის საუბრები პუტინის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ გაცილებით იშვიათი გახდა, ასევე იშვიათად ხვდება რუსეთის ოფიციალურ პირებს აშშ–ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანიც. პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი გასულ კვირას პირველად ესაუბრა თავის კოლეგას ნიკოლაი პატრუშევს 24 თებერვლის შემდეგ.

CNN–ის ცნობით, გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამერიკელი და რუსი სამხედრო ოფიციალური პირების შეხვედრა გაიმართა.

ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს არ უცდია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების დაწყება შეჭრის შემდეგ.

როგორც აშშ-ს დაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, აკადემიკოსმა ანგელა სტენტმა თემის კომენტირებისას აღნიშნა, რუსეთი ამტკიცებს, რომ "სპეციალური სამხედრო ოპერაციას" ახორციელებს და არ სურს, აღიაროს ომის რეალური ბუნება.

გენერლები შესაძლოა, მაღალი ფსონების გათვალისწინებით, პუტინის თანხმობას ელიან, ზარის განსახორციელებლად და ის არ სთანხმდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S