Accentnews.ge
"მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი" პანდემიამ,  ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება"

"მთელ რიგ ქვეყნებში ისევ „აწია კუდი" პანდემიამ, ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება"

24/03/2022 09:21:08 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "მთელ რიგ ქვეყნებში ისევ "აწია კუდი" პანდემიამ და ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება".

"მთელ რიგ ქვეყნებში ისევ "აწია კუდი" პანდემიამ. "ომიკრონის" B1.2-ის ხარჯზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელოდებიან რომ ზესვლა იქნება. სადაც აცრის მაჩვენებელი მაღალია, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი არ იმატებს. მთავარი მოწოდება რჩება აცრები და "ბუსტერი".მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება. ძირითადად, "ომიკრონის" ჰიბრიდის. უმრავლესობა ემხრობა, რომ თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც "დელტა" იყო. თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. ამის პროგნოზის გაკეთება ჯერ რთულია", - აღნიშნავს გამყრელიძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S