Accentnews.ge
"რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებით დაინტერესებული არაა, რაც მას სურს მიწის ოკუპაცია და უკრაინის ზღვიდან იზოლირებაა"

"რუსეთის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებით დაინტერესებული არაა, რაც მას სურს მიწის ოკუპაცია და უკრაინის ზღვიდან იზოლირებაა"

24/03/2022 09:14:30 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მთავრობა არ არის დაინტერესებული უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებით, რადგან მისმა არმიამ ომიდან ერთი თვის თავზე დასახულ სამხედრო მიზნებს ვერ მიაღწია.

„ამჟამად, რუსეთს არ სურს, მოლაპარაკება აწარმოოს. მას ტერიტორიის ოკუპაცია და უკრაინის ზღვიდან იზოლირება სურს. მოსკოვს მოლაპარაკების სურვილი მაშინ გაუჩნდება, როდესაც ძლიერი პოზიცია ექნება", – განაცხადა ბორენმა ესპანურ ტელეარხ "TVE"–სთან ინტერვიუში.

მანამდე, ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის არმიისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას.

„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება", – განაცხადა მან Reuters-ის ცნობით.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S