Accentnews.ge
„არსებობდა შეთანხმება“: ნევზოროვი, რომელსაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, პუტინის რეჟიმს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება

„არსებობდა შეთანხმება“: ნევზოროვი, რომელსაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს, პუტინის რეჟიმს კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრება

24/03/2022 08:56:13 მსოფლიო

ცნობილი ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი, რომლის წინააღმდეგაც რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ამბობს, რომ ამჟამად განსჯის ეტაპზეა და რომ სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება მიუხედავად იმისა, რომ 15–წლამდე პატიმრობის რისკის წინაშე დგას.

ამასთან, ნევზოროვმა რუსი ჩინოსნების წინააღმდეგ რიგი კომპრომატების გამოქვეყნება დააანონსა. ამ კონტექსტში მან ისაუბრა შეთანხმებაზე, რომელიც ნევზოროვს ამ დრომდე თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას აძლევდა.

„ჩემი მომავლის შესახებ არაფრის თქმა არ შემიძლია. თუ გახსოვთ ფილმი „დიდებული შვიდეული“ – როდესაც გლეხები 25 დოლარად დაიქირავებენ მებრძოლებს სოფლის დასაცავად, შემდეგ მათ თანხის გადახდა აღარ შეუძლიათ, მაგრამ ისინი სოფლის დასაცავად ბრუნდებიან, რადგან მათთვის ეს უკვე პირადული ბრძოლა ხდება –ალბათ, გამიგებთ. მე ეთერში თავს თავისუფლად ვგრძნობდი, რადგან მქონდა შეთანხმება არსებულ რეჟიმთან, რომელიც საკმარისად რეგლამენტირებული იყო და ამ დრომდე იცავდნენ. მათ დავპირდი, რომ არასდროს გამოვიყენებდი მეთოდებს, რომელიც ცხოვრებამ მასწავლა, არ მოვახდენდი შტურმის ორგანიზებას, არ შევუერთდებოდი არც ერთ ლიდერს და ა.შ. სანაცვლოდ კი ჩემთვის მუშაობაში ხელი არ უნდა შეეშალათ. საიდუმლო არაა, რომ ვფლობდი რა პეტერბურგულ ინფორმაციებს, ჩემთან მოედინებოდა ყველა ნიუანსი ყველას შესახებ. ცხადია, ჩემთან შენახულია დიდი რაოდენობით საინტერესო დოკუმენტები. და „მეგობრები“ ღიად გავაფრთხილე, რომ თუ ჩემს წინააღმდეგ რაიმე სახის პროცესუალური ზომები იქნებოდა მიღებული, ეს დოკუმენტები... მანდ არაფერია მომაკვდინებელი, მაგრამ არის ის, რასაც „ჭუჭყს“ უწოდებენ – სექსუალური, სამედიცინო ხასიათის, ქურდობა...დოკუმენტები ამჟამად ინახება ჩემს მეგობრებთან, ჩრდილოეთ ამერიკაში და იმ მომენტში, როდესაც ჩემს წინააღმდეგ მიღებულ იქნება პროცესუალური ზომები, დოკუმენტების ნაწილი გამოქვეყნდება.

თავს მყუდროდ ვგრძნობდი, ვხედავდი რა, რომ პირობები სრულდებოდა და მეც რაინდულად ვიქცეოდი – 90–იანი წლების ამ სიბინძურის შესახებ არც ერთი სიტყვა არ მითქვამს. მაგრამ როგორც ახლა ვხედავ, ყველა შეთანხმება გაუქმდა, ყველა წესის ანულირება მოახდინეს – საქმეა აღძრული, რომელიც რუსეთში მელის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარტო არ ვიქნები – ათობით ათასი ადამიანი დაექვემდებარება ექსტრემიზმის და „ფეიკების“ მუხლებს. მოკლედ, ყველაფერი, რაც გვეგონა, რომ წარსულს ჩაბარდა, აღადგინა „ჯადოქარმა“ პუტინმა.

ამჟამად გარკვეულ ეჭვებში ვარ, მაგრამ გონიერებასთან ყოველთვის მწყრალად ვიყავი და სავარაუდოდ, მაინც დავბრუნდები რუსეთში. საქმე იმაშია, რომ ის, რაც შემიძლია რუსეთის ფარგლებს გარეთ ვთქვა, არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და ფასეული, როგორიც უშუალოდ რუსეთში გაჟღერებისას“,– თქვა ნევზოროვმა ისრაელში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ცნობილია, ნევზოროვი ამჟამად მივლინებით იმყოფება ისრაელში. ღონისძიებები ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელში არსებული მკაცრი შეზღუდვების ფონზე გადაიდო. ამ ვიზიტისას, 22 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდება "ჯარის წინააღმდეგ ფეიკების გავრცელებაა". ნევზოროვს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S