Accentnews.ge
სტოლტენბერგი განმარტავს, ჩაითვლება თუ არა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება ნატო–ს მოკავშირეზე თავდასხმად

სტოლტენბერგი განმარტავს, ჩაითვლება თუ არა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება ნატო–ს მოკავშირეზე თავდასხმად

24/03/2022 08:10:23 მსოფლიო

ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბრგმა განმარტა, ჩაითვლება თუ არა უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება ნატო–ს მოკავშირეზე თავდასხმად.

"ბლუმბერგის" ჟურნალისტმა ალიანსის საგანგებო სამიტის დაწყებამდე გამართულ პრეს–კონფერენციაზე სტოლტენბერგს შემდეგი კითხვით მიმართა: "თქვენ გუშინ ახსენეთ, რომ თუ ქიმიური იარაღი გამოიყენეს უკრაინაში, მას შეიძლება, ჰქონდეს პირდაპირი გავლენა ნატო–ს ქვეყნებზე. შეიძლება, ეს ალიანსის მოკავშირეზე თავდასხმად ჩაითვალოს?".

აღნიშული კითხვის საპასუხოდ სტოლტენბერგმა განაცხადა:

"ქიმიური იარაღის ნებისმიერი გამოყენება ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. ეს იქნება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და მას ექნება ფართო და მძიმე შედეგები. ქიმიური იარაღის გამოყენებისას ყოველთვის არის რისკი იმისა, რომ მისი ზეგავლენა უფრო დიდ ტერიტორიებზე გავრცელდეს. ასე რომ, ეს იქნება კატასტროფა უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს რისკიც, რომ ჩვენ დავინახოთ ქიმიური აგენტების გავრცელება ნატო–ს ტერიტორიაზეც. მე არ დავიწყებ სპეკულირებას ამ თემაზე, თუმცა აღვნიშნავ, რომ ნატო ყოველთვის მზადაა დაიცვას მისი წევრი სახელმწიფო და უპასუხოს ნატო–ს მოკავშირე ქვეყანაზე ნებისმიერი ტიპის თავდასხმას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S