მოსკოვის სასამართლომ პლაკატი „ფაშიზმი არ გაგივათ“ რუსული არმიის მადისკრედიტირებლად აღიარა
24/03/2022 07:56:48 მსოფლიო
მოსკოვის სასამართლომ აქტივისტი ანა კრეჩეტოვა 50 000 რუბლით დააჯარიმა რუსული არმიის შესახებ სტატიისა და პლაკატის გამო „ფაშიზმი არ გაგივართ“,– იუწყება ОВД-Инфо.
როგორც რუსული სასამართლო აცხადებს, კრეჩეტოვამ ერთკაციანი პიკეტი გამართა პლაკატით, „მიიპყრო ხალხის შეუზღუდავი წრის, ასევე მედიისა და ბლოგერების ყურადღება“:
„ვიზუალური კამპანიის შინაარსი აშკარად გამოხატულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით“, - ნათქვამია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
4 მარტს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჯარის დისკრედიტაციისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ.
მაქსიმალური ჯარიმა 500 ათასი რუბლია. თანამდებობის პირებისა და იურიდიული ორგანიზაციებისთვის ჯარიმები გაცილებით მაღალია. პუტინმა უკრაინაში ომი ერთი თვის წინ – 24 თებერვალს გააჩაღა. რუსეთის ქალაქებში ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს დააკავეს 13000-ზე მეტი მომიტინგე.


