ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ პირველად, აკრძალული კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა
24/03/2022 08:02:52 მსოფლიო
სამხრეთ კორეის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 2017 წლის შემდეგ პირველად, აკრძალული კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა.
სამხრეთ კორეის განცხადებით, რაკეტა იაპონიის სამხრეთით მდებარე წყლებში ჩავარდა.
მან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იფრინა და 6000 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა.


