
"ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება, მოლოდინი გვაქვს, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება"
24/03/2022 07:56:01 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება უმჯობესდება.
მისი თქმით, ეპიდვითარების სტაბილურობის მისაღწევად აქტიური ვაქცინაციაა საჭირო:
„ეპიდემოლოგიური სურათი უმჯობესდება. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა 600-ზე ნაკლებია. ეს ტენდენცია "ომიკრონის" შემთხვევაში სხვა ქვეყნებმა გაიარეს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შემდეგი რამდენიმე კვირა მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება. ეს არ ნიშნავს, რომ რისკები მთლიანად იხსნება. ევროპის ქვეყნებში ისევ გრძელდება აქტიური აქცენტი ვაქცინაციაზე, იმუნური ფენის შენარჩუნებაზე. სტაბილური გაუმჯებესება მიიღწევა თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმუნურ ფენას, ვაქცინაციის გზით მიღებულ იმუნიტეტს გავზრდით".