Fitch სანქცირებულ რუსულ კომპანიებს რეიტინგებს უუქმებს
24/03/2022 07:38:10 მსოფლიო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings აუქმებს ყველა იმ რუსული კომპანიის და მათი შვილობილების რეიტინგებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოყვნენ.
რეიტინგების ანულირება 15 აპრილამდე მოხდება.
Fitch-მა რუსეთში კომერციული საქმიანობის შეჩერების შესახებ 7 მარტს განაცხადა.
15 მარტს ევროკავშირმა გამოაცხადა რუსეთში დაფუძნებული იურიდიული პირების ან ორგანოებისთვის საკრედიტო რეიტინგების მინიჭების აკრძალვის შესახებ.


