Accentnews.ge
"როცა საქმე გაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, შენი ქცევის ყველა შესაძლო შედეგი უნდა გათვალო"- რუსი დიპლომატი

"როცა საქმე გაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, შენი ქცევის ყველა შესაძლო შედეგი უნდა გათვალო"- რუსი დიპლომატი

24/03/2022 07:30:53 მსოფლიო

გაერო–ში რუსეთის ელჩის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ინარჩუნებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას, თუ ქვეყნის პროვოცირებას ნატო მოახდენს,– ამის შესახებ მან Sky News–თან განაცხადა.

დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ ბირთვული ომის პერსპექტივის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ პოლიანსკიმ თქვა: „თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, თუ რუსეთს თავს დაესხმება, რატომაც არა? ჩვენ ბირთვული სახელმწიფო ვართ“.

"არ მიმაჩნია მართებულად ამაზე საუბარი. მაგრამ რუსეთის მიმართ მუქარა და ჩარევის მცდელობა არ ღირს. რადგან, როცა საქმე გაქვს ბირთვულ სახელმწიფოსთან, რა თქმა უნდა, უნდა გათვალო შენი ქცევის ყველა შესაძლო შედეგი", - განაცხადა მან.

ის არ იზიარებს მრავალი მტკიცებულებით გამყარებულ ბრალდებას, რომ რუსული ძალები უკრაინაში სამხედრო დანაშაულს სჩადიან:

"არა მგონია, რომ ჩვენ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს ჩავდივართ. რა თქმა უნდა, ამას მე ვერ შევაფასებ, რადგან იქ არ ვარ, არც თქვენ ხართ მანდ. თქვენ უყურებთ ბევრ ვიდეოს, რომლებიც შეიძლება, ყალბი იყოს. თქვენ გჯერათ ერთის, მე – მეორესი“.

მანამდე კრემლის პრეს–სპიკერმა განაცხადა, რომ ბირთვულ იარაღს რუსეთი მხოლოდ ეგზისტენციური საფრთხის შემთხვვაში გამოიყენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S