Accentnews.ge
"ნატო–ს მთავარი ამოცანა ყველა მოკავშირის დაცვაა"

"ნატო–ს მთავარი ამოცანა ყველა მოკავშირის დაცვაა"

24/03/2022 07:34:36 მსოფლიო

"ნატო–ს მთავარი ამოცანა ყველა მოკავშირის დაცვაა", – ამის შესახ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო–ს საგანგებო სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი აღმოსავლეთ ფლანგზე წარრმოდგენილობას გააძლიერებს.

როგორც მან აღნიშნა, ნატო–ს ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ალიანსის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ:

"ჩვენ ერთად მოვაგვარებთ ამ კრიზისს და ეს ნიშნავს, რომ მოვაგვარებთ საფრთხეს უკრაინისთვის, ნატო–სთვის და მთელი საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვის. დღევანდელ საგანგებო სამიტზე პრეზიდენტი ზელენსკი ნატო–ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს. ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ ჩვენს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. ნატო–ს მთავარი ამოცანაა ყველა მოკავშირის დაცვა. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ნატო–ს ლიდერები დღეს განიხილავენ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში კიდევ უფრო გაძლიერებას და პირველი ნაბიჯი არის ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის შექმნა ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ და, შესაბამისად, მეტი ინვესტიცია გვჭირდება.მოველი, რომ ლიდერები შეთანხმდებიან, დააჩქარონ ინვესტიციები თავდაცვაში, რათა შეასრულონ დაპირება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ თავდაცვაში. დღევანდელი შეხვედრა ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ერთად დგომა ამ კრიზისის წინაშე. ჩვენ ვართ ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში და სანამ ჩვენ ერთად ვიდგებით, ჩვენ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იქნება", – განაცადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S