მედია – ყაზახური ნავთობის რუსეთით ტრანსპორტირება შეჩერდა
24/03/2022 07:10:53 მსოფლიო
ნოვოროსიისკის ნავთობტერმინალზე შტორმის გამო მოხდა ავარია,რის შედეგადაც “კასპიის მილსადენის კონსორციუმმა” ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეაჩერა, – იუწყება რუსული მედია.
მისი ცნობით, ავარია 21 მარტის ღამით არსებულმა შტორმმა გამოიწვია. დაზიანება მილსადენის მოტივტივე მონაკვეთზე მოხდა, რომლითაც უშუალოდ ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე ტანკერების შევსება ხდება.
ვარაუდობენ, რომ სარემონტო სამუშაოებს ერთიდან ორ თვემდე პერიოდი შეიძლება, დასჭირდეს.
მილსადენის გამტარობა დღეში 1.1 მილიონი ბარელი, წელიწადში კი 60.7 მილიონი ტონაა და ის ყაზახური ნავთობის გადაზიდვის მთავარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს.


