Accentnews.ge
„განზე არ ვიდგებით“: ბრიტანეთი უკრაინისთვის იარაღის მსხვილი პაკეტის მიწოდებას აანონსებს

„განზე არ ვიდგებით“: ბრიტანეთი უკრაინისთვის იარაღის მსხვილი პაკეტის მიწოდებას აანონსებს

24/03/2022 06:50:13 ევროპა

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, ნატო–სა და G7-ის ლიდერების შეხვედრებზე, 24 მარტს უკრაინისთვის „მსხვილი სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის შესახებ“ განაცხადოს,– ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

როგორც აღინიშნა, პაკეტი მიცავს 6 000 რაკეტას და 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს უკრაინელი სამხედროების მხარდასაჭერად.

გარდა უკრაინის არმიის დახმარებისა, ლონდონი დამატებით 4 მილიონ ფუნტს გამოუყოფს BBC-ს „რუსეთსა და უკრაინაში დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ახალი ფინანსური და პოლიციური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ომის დანაშაულების გამოძიებისთვის".

"ვლადიმირ პუტინი უკვე განიცდის კრახს უკრაინაში. უკრაინელმა ხალხმა წარმოაჩინა უკიდურესი მამაცობა და გამძლეობა საკუთარი სამშობლოს დაცვაში არაპროვოცირებული თავდასხმის ფონზე. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ გავდგებით განზე, ვიდრე რუსეთი ანგრევს უკრაინულ ქალაქებს. დიდი ბრიტანეთი იმუშავებს ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით, გააძლიერებს მის თავდაცვისუნარიანობას, რათა დაეხმაროს ბრძოლის მიმდინარეობის გარდატეხაში", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S