
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
24/03/2022 06:49:30 საზოგადოება
თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი პირი. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი ვერსიით, მომხდარი გაზის გაჟონვამ გამოიწვია.