
„პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში 1200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, მაგრამ არსენალში ჯერ კიდევ ბევრი აქვთ“ – ABC News
24/03/2022 06:31:40 ევროპა, მსოფლიო
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრისთვის მომზადებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენა, მაგრამ არსენალში კიდევ “ბევრი დარჩა”,– ამის შესახებ ABC News პენტაგონის მაღალინოსანზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, რუსეთმა 1200–ზე მეტი რაკეტა გამოიყენა.
ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რუსი სამხედროები „ნაკლებად იყენებენ საჰაერო ხომალდიდან გაშვებულ საკრუიზო რაკეტებს“, მაგრამ მაინც ფლობენ „შეჭრამდე შეგროვებულის 50%-ზე მეტს“:
„მათ ჯერ კიდევ აქვთ სახმელეთო საკრუიზო რაკეტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, მცირე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტები“.