Accentnews.ge
ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქეს, მათ შორის თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქეს, მათ შორის თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

24/03/2022 06:28:58 მსოფლიო

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქეს, მათ შორის თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მსახიობი ვლადიმირ მაშკოვი, პიანისტი დენის მაცუევი, დირიჟორი ვალერი გერგიევი და რუსული პოპ-მუსიკის წარმომადგენლები მიხაილოვი, რასტორგუევი და სხვები არასასურველ პირებად გამოაცხადეს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს პირები ამართლებენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს და მის პროპაგანდას ეწევიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S