რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს
24/03/2022 06:21:24 მსოფლიო
რუსეთი ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვში, უწყებაში დაბარებულ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს დიპლომატებისგან შემდგარი სია გადაეცა, რომლებიც "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადნენ.
რუსული მხარე ამ ნაბიჯს საპასუხო ზომას უწოდებს. მანამდე, აშშ-მა 12 რუს დიპლომატს, რომლებიც მისიით გაერო-ში იყვნენ წარმოდგენილი, ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.


