ზელენსკი - ნატო-ს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტებზე: "დავინახავთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ გვიღალატა ფულის გამო"
24/03/2022 06:16:09 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მხრიდან, რომელთა სამიტებიც დღეს ბრიუსელში გაიმართება, „მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“ ელოდება.
"ველოდებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ნატო-სგან, ევროკავშირისა და "დიდი შვიდეულისგან". ჩვენ ვიცით, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესების ლობირება. ეს არის ომის ინტერესები. ჩვენ ვიცით, რომ ისინი მუშაობენ ზოგიერთ პარტნიორთან. მაგრამ ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს. ჩვენი მტკიცე პოზიცია წარმოდგენილი იქნება ამ სამ სამიტზე. აქ დავინახავთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ პარტნიორი და ვინ გვიღალატა ფულის გამო", – განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს ბრიუსელში ნატოს, ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ სამიტები გაიმართება. სამიტებს დაესწრება მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ბრიუსელში წუხელ ჩაფრინდა. სამივე შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომია.


