Accentnews.ge
Anonymous: "რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზაში შევაღწიეთ, გამოვაქვეყნებთ საიდუმლო ხელშეკრულებების 35 000-ზე მეტ ფაილს"

Anonymous: "რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზაში შევაღწიეთ, გამოვაქვეყნებთ საიდუმლო ხელშეკრულებების 35 000-ზე მეტ ფაილს"

24/03/2022 06:05:50 მსოფლიო

ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა განაცხადა, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზაში შეაღწია.

"48 საათის განმავლობაში საჯაროდ გამოვაქვეყნებთ საიდუმლო ხელშეკრულებების 35 000-ზე მეტ ფაილს", – აცხადებს Anonymous.

ამ შეტყობინებამდე რამდენიმე საათით ადრე, Anonymous-მა კიდევ ერთხელ მიმართა უცხოურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, დატოვონ რუსული ბაზარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰაკერთა ჯგუფი ამ კომპანიებს კიბერთავდასხმით ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S