Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "კიევთან უკრაინის საპასუხო შეტევები წარმატებულია"

ბრიტანული დაზვერვა: "კიევთან უკრაინის საპასუხო შეტევები წარმატებულია"

24/03/2022 06:04:25 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, 23 მარტის მონაცემებით, კიევის სიახლოვეს უკრაინული ძალები რუსულზე წნეხს ზრდიან.

მისი ინფორმაციით, უკრაინის საპასუხო შეტევები კიევთან ახლოს მდებარე ქალაქებში წარმატებულია.

დაზვერვის ვარაუდით უკრაინამ დაიბრუნა რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი, მათ შორის მაკარივი და მოსჩუნიც.

„უკრაინის ძალები წარმატებით ახორციელებენ საპასუხო შეტევებს რუსეთის პოზიციებზე დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე ქალაქებში და, სავარაუდოდ, უკრაინამ ხელახლა დაიკავა მაკარივი და მოსჩუნი. რეალურია შესაძლებლობა, რომ უკრაინულ ძალებს ახლა ბუჩასა და ირპინში რუსული დანაყოფების ალყაში მოქცევა შეუძლიათ“, - აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

ბრიტანეთის დაზვერვა ვარაუდობს, რომ უკრაინის საპასუხო შეტევები რუსულ ძალებს ხელახლა ორგანიზებასა და კიევზე შეტევის განახლებაში ხელს შეუშლის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S