Accentnews.ge
კიევში რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

კიევში რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

23/03/2022 20:29:48 მსოფლიო

კიევში სროლის დროს The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა დაიღუპა.

გამოცემის ინფორმაციით, ბაულინა რედაქციის დავალებით კიევში, პოდოლსკის რაიონში ნანგრევებს იღებდა, რა დროსაც რუსეთის ახალი სარაკეტო სროლის ქვეშ მოექცა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, ამასთან დაიჭრა ბაულინას თანმხლები ორი პირი.

The Insider-ში მისვლამდე ოქსანა კორუფციასთან ბრძოლის ფონდში მუშაობდა. მას შემდეგ რაც ორგანიზაცია ექსტრემისტული დაჯგუფებების სიაში შეიყვანეს, ბაულინა იძულებული გახდა რუსეთი დაეტოვებინა. კორესპონდენტის რანგში იგი უკრაინაში გაემგზავრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S