Accentnews.ge
მედია – NATO–ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე შესაძლოა, 30-40 ათასი რუსი სამხედრო იყოს მოკლული, დაჭრილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული

მედია – NATO–ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე შესაძლოა, 30-40 ათასი რუსი სამხედრო იყოს მოკლული, დაჭრილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული

23/03/2022 18:34:51 მსოფლიო

NATO-ს ორი მაღალჩინოსანი სამხედროს განცხადებით, უკრაინაში ერთთვიანი ომის განმავლობაში 15 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, – იუწყება CNN.

მაღალჩინოსნების თქმით, ჯამში 30-40 ათასი რუსი სამხედრო შესაძლოა, იყოს მოკლული, დაჭრილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული.

"ჩვენი შეფასება დაფუძნებულია იმაზე, თუ რას გვეუბნებიან უკრაინელები; რას აცხადებენ რუსები, განზრახ ან შეცდომით, რადგან ომში შეცდომები ხდება და სადაზვერვო ინფორმაციაზე, რომელსაც ღია წყაროებიდან ვიღებთ, ვფიქრობთ, რომ რუსების დანაკარგია 7-დან 15 ათასამდე დაღუპული", - აცხადებს NATO-ს მაღალჩინოსანი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიც ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ომის მიმდინარეობისას 15 ათასამდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S