Accentnews.ge
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, აშშ–მა რუსი სამხედროები ქვეყანაში ომის დანაშაულების ჩადენაში ოფიციალურად დაადანაშაულა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, აშშ–მა რუსი სამხედროები ქვეყანაში ომის დანაშაულების ჩადენაში ოფიციალურად დაადანაშაულა

23/03/2022 18:20:54 მსოფლიო

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად, აშშ–მა რუსი სამხედროები უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაში ოფიციალურად დაადანაშაულა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა გააკეთა.

„დღეს შემიძლია, განვაცხადო, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე აშშ-ის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები უკრაინაში. ჩვენი დასკვნა ეფუძნება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მირებული ინფორმაციის გულდასმით განხილვას. აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს ომის დანაშაულების შესახებ ცნობების თვალყურის დევნებას და საჭიროებისამებრ გაუზიარებს მის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას მოკავშირეებს, პარტნიორებს და საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს", – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S