"თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა"
23/03/2022 17:42:50 მსოფლიო
"თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, "უკრაინის დროშა დღეს თავისუფლების დროშაა".
"ათასობით უკრაინელი გამოდის ქუჩებში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად. ხერსონში, ბერდიანსკში, მელიტოპოლში აფრიალებენ ლურჯ-ყვითელ დროშებს ოკუპანტი ჯარისკაცების პირისპირ. ეს არ შეწყვეტილა, როდესაც რუსი ჯარისკაცები მათ სცემენ და ესვრიან. თუ თავისუფლებას სახელი აქვს, მისი სახელი უკრაინაა. დღეს უკრაინის დროშა თავისუფლების დროშაა. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიზნად ისახავს, რომ ეს ომი გახდეს პუტინის სტრატეგიული მარცხი", – განაცხადა მან.


