Accentnews.ge
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: "ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა სასწრაფოს 6 ექიმი მოკლეს"

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი: "ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა სასწრაფოს 6 ექიმი მოკლეს"

23/03/2022 16:42:31 მსოფლიო

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა უკვე სასწრაფოს 58 მანქანა დაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს. როგორც მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, დღეს სასწრაფოს ექიმებს, რომლებიც აქტიურ საომარ მოქმედებებში მუშაობენ, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების პირველი პარტია გადაეცათ.

უკრაინული მედიის ცნობით, 21 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, საავადმყოფოებსა და ექიმებზე 52 თავდასხმა დაფიქსირდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S