შვეიცარიის პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ "Nestle"-ს რუსული ბაზრიდან პოპულარული ბრენდები გააქვს
23/03/2022 16:33:38 მსოფლიო
შვეიცარიულ კომპანია "Nestle"-ს, რომელიც ათობით სხვადასხვა დასახელების პროდუქტს აწარმოებს, რუსული ბაზიდან პოპულარულ ბრენდები, მათ შორის "KitKat" და "Nesquik" გააქვს.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა "Nestle" იმის გამო, რომ ჯერ კიდევ აწარმოებდა ბიზნესს რუსეთში:
"კარგი საკვები კარგი ცხოვრებაა", - ეს არის მისი სლოგანი. "ეს არის თქვენი კომპანია და ახლაც, როდესაც არსებობს საფრთხე სხვა ევროპულ ქვეყნებზე და ბირთვული შანტაჟი, მე მინდა, რომ თქვენ, შვეიცარიელები, გახდეთ ჩვენნაირი უკრაინელები. არ დაკარგოთ საერთო შანსი მშვიდობის დასაბრუნებლად, მსოფლიოში ნებისმიერი ომის შეჩერებისთვის", – განაცხადა ზელენსკიმ შვეიცარიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
BBC-ს ინფორმაციით, მარტის დასაწყისში კომპანიამ რუსეთში ინვესტიციები შეწყვიტა და ახლა მხოლოდ აუცილებელ საკვებს - ჩვილ ბავშვთა საკვებს და სამედიცინო და საავადმყოფოს კვების პროდუქტებს გაყიდის.


