„სირია რუსეთის გეგმას არ ასრულებს“ – უკრაინის დაზვერვა
23/03/2022 16:18:07 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირია ვერ ახერხებს რუსეთის დავალების შესრულებას, უკრაინასთან ომში ბოევიკების ჩართვის თაობაზე, - იუწყება უკრაინული მედია უკრანის დაზვერვაზე დაყრდნობით.
„სირიის ხელისუფლების წინასწარი დაპირებები რუსული არმიისთვის დაქირავებული ჯარისკაცების სისტემატიურად მიწოდების შესახებ არ სრულდება. დაპირებული „მარტივი გასეირნება“ შეიცვალა ცნობებით ჯიუტი ბრძოლებისა და რუსეთის მხრიდან დიდი დანაკარგების შესახებ. სირიელი სამხედროების უმრავლესობა არ არის მზად, სიცოცხლე გარისკოს მოჩვენებითი ფულადი უზრუნველყოფის გამო
ცნობილია, რომ რუსი ოპერატორები ცდილობენ მებრძოლების დაქირავებას სირიის არაბული რესპუბლიკის მე-16 ბრიგადიდან“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
იუწყებიან, რომ 22 მარტს სირიის სამხრეთ პროვინციაში – დევაში შედგა შეხვედრა მე–8 ბრიგადის ხელმძღვანელ აბუ ირრასა და რუს გენერალ ალექსანდრ ჟურავლეს შორის, რომელიც სირიის სამხრეთ პროვინციებში რუსულ ჯგუფს ხელმძღვანელობს და რომ რუსმა გენერალმა მოითხოვა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე ბოევიკების სიის მიწოდება, რაზეც სირიელმა პოლკოვნიკმა მკაფიო პასუხი არ გასცა, თუმცა „პირობა დადო, რომ მე-8 ბრიგადის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ დაუკავშირდება“.
ასევე ცნობილია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავი ორჯერ ჩაფრინდა სირიაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ სირიელი დაქირავებული მებრძოლების ნაწილი რუსეთის მხარეს ომში მონაწილეობას განიხილავს, როგორც შემდგომი დეზერტირობისა და ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციის შანსს.


