Accentnews.ge
"ფრანგული კომპანიები აღარ უნდა იყვნენ რუსული საომარი მანქანის სპონსორები"

"ფრანგული კომპანიები აღარ უნდა იყვნენ რუსული საომარი მანქანის სპონსორები"

23/03/2022 16:27:02 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საფრანგეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანგულ კომპანიებს რუსეთის ბაზრის დატოვებისკენ მოუწოდა.

"Renault, Auchan, Leroy Merlin და სხვა - ისინი აღარ უნდა იყვნენ რუსული საომარი მანქანის სპონსორები, აღარ უნდა იყვნენ სპონსორები ბავშვების, ქალების მკვლელობების, აღარ უნდა იყვნენ სპონსორები რუსული არმიის მხრიდან ძარცვების, მაროდიორობის. ყველა კომპანიამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვროს, რომ ღირებულებები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოგება, ვიდრე მოგება სისხლით", – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S