Accentnews.ge
რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი ირწმუნება, რომ რეგიონში უკრაინის ტერიტორიიდან ნასროლი ჭურვი აფეთქდა

რუსეთის ბელგოროდის გუბერნატორი ირწმუნება, რომ რეგიონში უკრაინის ტერიტორიიდან ნასროლი ჭურვი აფეთქდა

23/03/2022 15:18:14 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში უკრაინის ტერიტორიიდან ნასროლი ჭურვი აფეთქდა.

"უკრაინიდან გასროლა იყო ჩვენი მიმართულებით, ჭურვი სოფელში აფეთქდა, არიან დაზარალებულები",– ირწმუნება გუბერნატორი.

ბელგოროდის ორ სოფელში – ჟურავლევკაში და ნეხოტეევკაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

საყურადღებოა, რომ საზღრის ხსენებულ მიმართულებაზე რუსული ჯარები არიან განლაგებულნი, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

მანამდე უკრაინული მხარე გამოდიოდა გაფრთხლებით, რომ რუსეთი გეგმავდა საკუტარი ტერიტორიის დაბომბვას, ხოლო შემდეგ პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დაკისრებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S