"რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ის ვერასდროს მოიგებს ბირთვულ ომს"
23/03/2022 14:48:41 მსოფლიო
"რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ის ვერასდროს მოიგებს ბირთვულ ომს", – ამია შესახებ ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს საშიში და უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა. ეჭვი ნურავის შეეპარება ჩვენს მზადყოფნაში, დავიცვათ ალიანსის წევრები ნებისმიერი საფრთხისგან ნებისმიერ დროს", – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან კვლავ გაიმერა, რომ ნატო უკრაინაში არ გაგზავნის ჯარებს, მაგრამ ამავე დროს გააძლიერებს კიევის დახმარებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში:
„ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი. ის ეხმარება უკრაინას, მაგრამ არ არის კონფლიქტის ნაწილი".
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო არ ჩაკეტავს უკრაინის ცას, რასაც მისგან ითხოვს უკრაინის ხელისუფლება. მისი თქმით, ეს გამოიწვევს რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმას და შეიქმნება საფრთხე, რომ მიმდინარე კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის ბირთვულ ომში გადაიზარდოს.


