Accentnews.ge
„რუსი ოლიგარქები პუტინის ფიზიკურად მოშორების გზებს ეძებენ“ – უკრაინის დაზვერვა

„რუსი ოლიგარქები პუტინის ფიზიკურად მოშორების გზებს ეძებენ“ – უკრაინის დაზვერვა

23/03/2022 14:54:42 ევროპა, მსოფლიო

ცალკეული რუსი ოლიგარქები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ფიზიკურად ჩამოშორების შესაძლებლობას განიხილავენ,– იუწყება უკრაინული მედია დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით.

როგორც „უნიანი“ აღნიშნავს, ცნობილია, რომ მოსკოვში ორი გავლენიანი პირის – ალექსანდრე მაშკევიჩისა და პიოტრ ავენის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო რუსეთის და კონკრეტული ბიზნესმენების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინაში პუტინის მიერ გაჩაღებული ომის გამო:

„რუსული მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ეძებენ გზებს, გავლენა მოახდინონ დიქტატორზე ან მის ახლო წრეზე ძალოვანი ბლოკიდან. მაგრამ ამას ართულებს ის, რომ პუტინი მკაცრ იზოლაციაშია და მასთან პრაქტიკულად არავის უშვებს, უპირველესად ოლიგარქებს, რომლებსაც ის „არასაიმედოდ“ მიიჩნევს“.

თუმცა, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსული მსხვილი ბიზნესი უკვე მზად არის ყველაზე რადიკალური ნაბიჯებისთვის: ცალკეული ოლიგარქები პუტინის ფიზიკური ჩამოშორებისთვის საფასურის გადახდასაც კი განიხილავენ.

იხილეთ ასევე: ბორტნიკოვი პუტინის ნაცვლად? - რა ხდება ურალის ბუნკერში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S