ჩინეთი G20-დან რუსეთის გარიცხვის წინააღმდეგია
23/03/2022 14:44:38 მსოფლიო
ჩინეთი არ არის მზად, მხარი დაუჭიროს რუსეთის G20-დან გარიცხვას უკრაინაში გაჩაღებული ომის საპასუხოდ,– იუწყება Reuters ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ ვანგ ვენბინზე დაყრდნობით.
ვენბინის თქმით, G20-ს საერთო პრობლემების გადასაჭრელად შემდგომი თანამშრომლობა სჭირდება. ამ კონტექსტში მან კოროვირუსული პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები დაასახელა და აღნიშნა, რომ რუსეთი ჯგუფის "მნიშვნელოვანი წევრია":
"არც ერთ წევრს არ აქვს სხვა ქვეყნის გარიცხვის უფლება. G20-მა უნდა განახორციელოს რეალური მრავალვექტორული მიდგომა, გააძლიეროს ერთიანობა და თანამშრომლობა", - განაცხადა სპიკერმა.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები მსჯელობენ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი „დიდი ოცეულის“ ჯგუფში უკრაინაში შეჭრის შემდეგ.


