Accentnews.ge
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო საბრძოლო ჯგუფების განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთშიც აანონსებს

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო საბრძოლო ჯგუფების განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთშიც აანონსებს

23/03/2022 14:26:12 მსოფლიო

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო საბრძოლო ჯგუფების განთავსებას ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთშიც აანონსებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"ხვალ გაიმართება ნატო–ს საგანგებო სამიტი. მოველი, რომ ლიდერები მხარს დაუჭერენ ნატო-ს პოზიციის გაძლიერებას ყველა მიმართულებით, რაც გულისხმობს ძალების გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთში, ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაში. პირველი არის ნატო-ს ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფის განთავსება ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში მყოფ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება რვა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგზე, ბალტიისპიერთიდან შავ ზღვამდე. ჩვენი უსაფრთხოების წინაშე ახალი რეალობაა. ამიტომ, ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ჩვენი შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა გრძელვადიანად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S