
„ბელარუსი სამხედროები წინდაწინ ეძებენ შესაძლებლობებს ტყვედ ჩაბარებისთვის“ – ფიტო
23/03/2022 14:32:59 ევროპა
კვლავ რჩება რისკი, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი სამხედროები უკრაინელების წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნოს. ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურე უკვე დაუკავშირდა უკრაინელ სამართალდამცავებს, რომ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, ისინი ტყვედ აიყვანონ, – იუწყება უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის პრეს-ოფიცერ ვოლოდიმირ ფიტიოზე დაყრდნობით.
„უკრაინის შეიარაღებული ძალები მზადაა მოვლენათა ნებისმიერი სცენარით განვიტარებისთვის. მტერს უკრაინის მიწაზე არაფერი ესაქმება. ბელარუსმა სამხედროებმა ეს კარგად იციან. ისინი ცდილობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებას და აფრთხილებენ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გადმოსროლის შემთხვევაში, მაშინვე ჩაბარდებიან“,– ირწმუნება ფიტიო.
20 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ არსებობს ნიშნები ბელარუსის შეიარაღებული ძალებში უკრაინაში შერისთვის მზადების თაობაზე. ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ შეტევის საფრთხე ვოლინის მიმართულებით არსებობს.
23 მარტს უკრაინის დაზვერვამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსი სპეცსამსახურების თანამშრომლები ინდივიდუალურ რეჟიმში აწარმოებენ ბელარუსის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობასთან მოლაპარაკებებს, ხოლო რუსეთისადმი არალოალურად განწყობილ ხელმძღვანელებს ათავისუფლებენ პოზიციებიდან.