
НАТО უკრაინისთვის ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დამცავი აღჭურვილობის მიწოდებას განიხილავს
23/03/2022 14:05:56 ევროპა, მსოფლიო
НАТО–ს ლიდერების 24 მარტის სამიტზე უკრაინისთვის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან დამცავი აღჭურვილობის გადაცემის საკითხს შეათანხმებენ – იუწყება უკრაინული გამოცემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენდირექტორ იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით.
"მოველი, რომ ხვალ მოკავშირეები შეთანხმდებიან დამატებით მხარდაჭერაზე. ეს მოიცავს დახმარებას კიბერუსაფრთხოების სფეროში, ასევე აღჭურვილობას, რომელიც უკრაინას დაეხმარება, დაიცვას თავი ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან", - ციტირებს სტოლტენბერგს Европейская правда".
სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ ალიანსი ცდილობს, თავიდან აირიდოს ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ:
"მზად ვართ, რაც შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ომი არ გასცდეს უკრაინის ფარგლებს და არ იქცეს კონფლიქტად რუსეთსა და ნატოს შორის".
როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს ნატოს სამიტში ვიდეოხიდის მეშვეობით მიიღებს მონაწილეობას და ისაუბრებს რუსეთის მიერ უკრაინის მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების შეჩერების აუცილებლობაზე.