Accentnews.ge
უკრაინაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ დაღუპული რუსი სამხედროების იდენტიფიცირებისა და მათი ახობლების ინფორმირებისთვის

უკრაინაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ დაღუპული რუსი სამხედროების იდენტიფიცირებისა და მათი ახობლების ინფორმირებისთვის

23/03/2022 13:34:42 ევროპა

უკრაინაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრობის სოციალურ ქსელებში იდენტიფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ მათი ახლობლების ინფორმირებისთვის,– იუწყება ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილ ფედოროვი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იქნა გამოყენებული ტექნოლოგია ავტორიზაციის ინოვაციური მეთოდის ჩასაშვებად, რომელიც სახის ბიომეტრიულ ფოტოსთან შესაბამისობას ადგენს. ხოლო სადღეისოდ ხელოვნური ინტელექტი სოციალურ ქსელებში დღუპული რუსი ჯარისკაცების ანგარიშების მოსაძებნად გამოიყენება.

„ამ ღონისძიებისთვის ვიყენებთ ცხედრების ფოტოებს, რათა დაღუპულთა ახლობლების ინფორმირება მოვახდინოთ, გავაქარწყლოთ მითი „სპეციალური ოპერაციის“ შესახებ, რომელშიც წვევამდელები თითქოს „არ მონაწილეობენ" და რომლის ფარგლებშიც თითქოს „არავინ კვდება“,– განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტროდან ხორციელდება რუსეთში ზარები, რათა უამბომ უკრაინაში ჩასული მკვლელების შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 23 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაიღუპა 15 600-მდე რუსი სამხედრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S