Accentnews.ge
ბერდიანსკში პრორუსულად აღქმული პარტიის წევრი გაიტაცეს

ბერდიანსკში პრორუსულად აღქმული პარტიის წევრი გაიტაცეს

23/03/2022 12:36:59 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის საქალაქო საბჭოს ცნობით, სავარაუდოდ რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, ვერხოვნა რადის წევრი ალექსანდრ პონომიარიოვი, რომელიც ბერდიანსკში იმყოფებოდა და ჩართული იყო ქალაქის ჰუმანიტარული დახმარების შტაბის საქმიანობაში.

როგორც ირკვევა, მასთან კავშირი 20 მარტს შეწყდა.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი სახალხო დეპუტატის გატაცება.

ალესანდრ პონომარიოვი პრორუსულ ძალად ცნობილი „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისათვის“ ფრაქციის წევრია.

გასული წლის დეკემბერში პროექტ „სქემების“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა პანამორიოვს რუსული პასპორტი აღმოუჩინეს. ეს ინფორმაცია „სქემებმა“ მიიღეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი სხვადასხვა წყაროდან, რომელსაც ხელის მიუწვდება „როსპასპორტის“ სისტემასთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S