რუსი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა – Bloomberg
23/03/2022 12:17:03 მსოფლიო
ანატოლი ჩუბაისი მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციიდან გადადგა და ქვეყანაც დატოვა,– იუწყება Bloomberg ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
66 წლის ჩუბაისი იყო პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის ბორის ელცინის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ის 1990-იანი წლების დასაწყისში იყო რუსული საწარმოების პრივატიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და იდეოლოგი.


