
ევროკავშირი უკრაინას საიდუმლო ინფორმაციას გადაცემს- Bloomberg
23/03/2022 12:08:23 ევროპა
ევროკავშირმა უკრაინასთან შეთანხმება დაამტკიცა, რომელიც ბლოკს საშუალებას მისცემს, კიევს გაუზიაროს სენსიტიური ინფორმაცია, მათ შორის სატელიტური ფოტოები,– იუწყება Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
საწყის ეტაპზე ხელშეკრულება ერთი წელი გაგრძელდება, შემდეგ კი შესაძლოა, განახლდეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის ელჩებს სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს“,– აღნიშნავს სააგენტო.
28 თებერვალს ჟოსეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ახორციელებს რესურსების მობილიზებას, რათა დაეხმაროს უკრაინას გეოსივრცული მონაცემების მიღებასა და გაანალიზებაში.