
რუსეთმა ტყვეების გაცვლის შესახებ განაცხადა, უკრაინა ამ ცნობებს უარყოფს
23/03/2022 10:47:59 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა ორჯერ მოხდა. ამ ინფორმაციას უკრაინაში უარყოფენ.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა ორჯერ მოხდა“,– ციტირებს რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის პრესპიკერ მარია ზახაროვას, რაც კატეგორიულად უარყო უკრაინის ვიცე–პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.
"არა, მე მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. რუსეთი ცხოვრობს პარალელურ რეალობაში, თვითონ ახორციელებს გაცვლებს და წერს ამის შესახებ. ჩვენ გაცვლა არ განგვიხორციელებია",– განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.