„ემბარგოა საჭირო“ – ზელენსკიმ იაპონიის პარლამენტს მიმართა
23/03/2022 10:37:54 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიის პარლამენტის წინაშე ვიდეოხიდის მეშვეობით წარსდგა.
მან მადლობა გადაუხადა იაპონიას მხარდაჭერისთვის და მოუწოდა რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით.
"მადლობელი ვარ თქვენი სახელმწიფოს პრინციპული პოზიციისთვის ასეთ ისტორიულ მომენტში. უკრაინის რეალური დახმარებისთვის. თქვენ პირველები გახდით აზიაში, ვინც რეალურად მოახდინა ზეწოლა რუსეთზე მშვიდობის აღსადგენად. ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მე მოგიწოდებთ, რომ ასე გააგრძელოთ.
მოვუწოდებ აზიის ქვეყნებს, თქვენს პარტნიორებს, გააერთიანოთ ძალისხმევა სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. რათა რუსეთი ეძებდეს მშვიდობას და შეაჩეროს უკრაინაში სასტიკი შეჭრის ცუნამი.
რუსეთთან ვაჭრობაზე ემბარგოა საჭირო, რუსული ბაზრიდან კომპანიების გაყვანა, რომ ფული რუსულ ჯარში არ წავიდეს. ჩვენ კიდევ მეტად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს დამცველებს, რომლებიც აჩერებენ რუს ჯარებს“,– განაცხადა ზელენსკიმ.


