Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი რუსული ნახშირწყალბადის ემბარგოს ინიციატივით გამოდის

გერმანიის კანცლერი რუსული ნახშირწყალბადის ემბარგოს ინიციატივით გამოდის

23/03/2022 10:06:08 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსული ნახშირწყალბადის ემბარგოს ინიციატივით გამოდის. ამის შსახებ ბერლინში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია წერტილი დაესვას გერმანიის დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე და რაც შეიძლება სწრაფად.

ამასტან, მან აღნიშნა, რომ "რუსეთის მიმართ ევროპული სანქციები გრძელვადიანი უნდა იყოს".

დასავლეთში ისმის უკმაყოფილება იმის გამო, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, ევროპული ქვეყნები აგრძელებენ რუსეთისგან ნახშირწყალბადების შესყიდვას, რაც უზრუნველყოფს ფულის მუდმივ შედინებას მის ეკონომიკაში.

ევროკავშირი ბუნებრივი აირის დაახლოებით 40 პროცენტის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, განსაკუთრებით დამოკიდებულია ენერგიის ნაკადზე, იტალიასთან და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ევროკავშირის ნავთობის იმპორტის დაახლოებით მეოთხედი ასევე რუსეთზე მოდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S