Accentnews.ge
რუსეთის მოქალაქეებს VISA და Mastercard ბარათების ასაღებად უზბეკეთში წასვლას სთავაზობენ

რუსეთის მოქალაქეებს VISA და Mastercard ბარათების ასაღებად უზბეკეთში წასვლას სთავაზობენ

23/03/2022 09:43:34 მსოფლიო

რუსული ტურისტული კომპანია VEDI GROUP მსურველებს ტურებს სთავაზობს უზბეკეთში ადგილობრივ ბანკებში ანგარიშის გასახსნელად და Visa და Mastercard-ის პლასტიკური ბარათების ასაღებად.

ორდღიანი ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 23 ათასი რუბლია. ფასი მოიცავს საბანკო დოკუმენტების მომზადებას და ბანკში ვიზიტს. ამ თანხაში არ შედის ავიაბილეთისა და ქალაქში ექსკურსიის საფასური.

საერთაშორისო ტუროპერატორი კლიენტებს უხსნის, რომ Visa და Mastercard-ის პლასტიკური ბარათები მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში მიიღება და „საშუალებას აძლევს მათ თავისუფლად გამოიყენოთ საზღვარგარეთ საქონლისა და მომსახურების უნაღდო ანგარისწორებისას“.

მსურველებს ტაშკენტში პლასტიკური ბარათების ასაღებად ტურის დაჯავშნა შეუძლიათ 16 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით.

„პირდაპირი ფრენები ტაშკენტში: ეკატერინბურგიდან, მოსკოვიდან, ყაზანიდან, უფადან, მინერალნიე ვოდიდან. ფრენებს ახორცილებს ავიაკომპანიები: Uzbekistan Airways და Uzbekistan Express“,- წერია ტურისტული კომპანიის განცხადებაში.

უკრაინაში ომის დაწყების გამო აშშ-ის გადახდის ბარათების კომპანიებმა, VISA-მ და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს. რუსეთის მოქალაქეებს ამჟამად, ადგილობრივი სისტემით "Мир”-ით სარგებლობა შეუძლიათ. ეს რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთაც მუშაობს, სულ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც “Мир”-ი ოფიციალურად გამოიყენება. ეროვნული ბანკისა და "საქართველოს ბანკების ასოციაციის" მტკიცებით, “Мир”-ს საქართველოს არცერთი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S