დეპუტატებს პუტინის პარტიიდან ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ
23/03/2022 09:31:42 მსოფლიო
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებს მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერის ვლადიმირ ვასილიევის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალათ,– იუწყება გამოცემა "Холод", რომლისთვისაც ვასილიევის ხელმოწერილი ბრძანება გახდა ხელმისაწვდომი.
ამდენად, თუ დეპუტატს საზღვარგარეთ წასვლა სურს, მან უნდა წარუდგინოს განცხადება ვასილიევს, სადაც მიუთითებს ქვეყანას, სადაც გამგზავრებას გეგმავს, მიზანს და დროს.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეზღუდვები მივლინებებზე არ ვრცელდება. დოკუმენტში არ არის ნახსენები დეპუტატების პასუხისმგებლობა წესების დარღვევის შემთხვევაში.
ამასთან, Wall Street Journal წერს, რომ ამერიკის ხელისუფლება რუსი დეპუტატების წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს, რომლის შესახებაც სავარაუდოდ, ხუთშაბათს საჯაროდ ისაუბრებენ.
მანამდე ევროკავშირმა სანქციები დაუწესა სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პუტინის მოწოდებას, ეღიარებინათ უკრაინის რეგიონები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“. რასაც მოჰყვა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, ნგრევა და მკვლელობები, რომელიც დღემდე გრძელდება.


