Accentnews.ge
ბელარუსებს პუტინის ომში მონაწილეობის სანაცვლოდ ფულს და სწავლის შესაძლებლობას სთავაზობენ – უკრაინის დაზვერვა

ბელარუსებს პუტინის ომში მონაწილეობის სანაცვლოდ ფულს და სწავლის შესაძლებლობას სთავაზობენ – უკრაინის დაზვერვა

23/03/2022 09:10:11 ევროპა, მსოფლიო

უკრაინის ომში მონაწილეობისთვის ბელარუსებს სთავაზობენ ხელფასს თვეში 1000-1500 დოლარის ოდენობით, ასევე შეღავათებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის, – იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.

„რუსულისპეცსამსახურების თანამშრომლები ბელარუსი სამხედროების მორალურ –ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სწავლობენ და პირად შემადგენლობასთან ინდივიდუალურ საუბრებს აწარმოებენ. ამრიგად, პუტინის ემისრები ცდილობენ, დაარწმუნონ ბელარუსი სამხედროები, მონაწილეობა მიიღონ უკრაინასთან ომში, თუნდაც არა როგორც ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა. "სპეციალური ამოცანების" შესრულების სანაცვლოდ მათ სთავაზობენ ფულად დახმარებას თვეში 1000-1500 აშშ დოლარის ფარგლებში. გარდა ამისა, შეღავათიან ფასებში განათლების მიღების შესაძლებლობას რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტებში (მაგალითად, რიაზანის საჰაერო-სადესანტო სამეთაურო სკოლა)“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც იუწყებიან, მსგავსი შემთხვევები უკრაინულმა დაზვერვამ დააფიქსირა 103-ე საჰაერო სადესანტო განყოფილებაში და გომელის სასაზღვრო ჯგუფში.

ასევე იუწყება, რომ ბელორუსები, რომლებიც უარს ამბობენ ეგრეთ წოდებულ "სპეციალურ ოპერაციაში" მონაწილეობაზე, მოწმდებიან "ოპოზიციასთან კავშირების კუთხით" და რუსეთისადმი არალოიალურად განწყობილ მეთაურებს ცვლიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S